საზაფხულო სკოლის 2013 წლის სესიას უმასპინძლა აკადემიის ახალმა, 1.5 ჰექტარის ფართობის განლაგებულმა კამპუსმა ლისის ტბაზე. სკოლის თანამედროვე დიზაინი და აკადემიურ მოთხოვნებზე მორგებული არქიტექტურა მოსწავლეებს უქმნის მყუდრო და ტექნიკურად გამართულ გარემოს.
სასწავლო პროგრამა
საზაფხულო სკოლაში პირველი კვირა დაეთმო ინგლისურ ენაზე აკადემიური უნარების განვითარებას - წერას, კითხვას და საუბარს. ეს უნარები უმნიშვნელოვანესია ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებისა და პრაქტიკაში წარმატებით გამოყენებისათვის. საზაფხულო სკოლის აკადემიური უნარების განვითარების პროგრამა შეიმუშავეს აკადემიური მომზადების ცენტრის ქართველმა და ამერიკელმა სპეციალისტებმა სტანდარტული ტესტების და საუნივერსიტეტო მოთხოვნების გათვალისწინებით.
საზაფხულო სკოლის მეორე კვირას მოსწავლეები ეცნობიან თითოეული სტანდარტული ტესტის (SAT, TOEFL, IELTS, GRE, GMAT) სპეციფიკას. მათ საშუალება აქვთ ინგლისურ ენაზე აკადემიური წერის, კითხვის და საუბრის უნარები დახვეწონ ჩვენი უნიკალური პროგრამების საშუალებით. ამ პროგრამაში მონაწილეობა დაეხმარება მოსწავლეებს აკადემიის და სხვა ქართული თუ უცხოური საგანმანათლებლო ინსტიტუტების მისაღები გამოცდებისთვის მომზადებაში და რაც მთავარია, შემდგომ წარმატებით სწავლაში.
პედაგოგები
საზაფხულო სკოლის ყველა პედაგოგს აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაცია მიღებული აქვს ისეთ წამყვან ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში როგორიცაა Clark University, Model United Nations, University of Miami Farmer School of Business, Grenoble Graduate School of Business, Cambridge ESOL Certification, Baylor University, and Open Society Center for International Education.
საზაფხულო სკოლის მეშვიდე სესია იწყება 2014 წლის ივლისში
რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2014 წლის მაისიდან
სახაფხულო სკოლა და ATC სტუმრად სხვა შუადღის შოუში რუსთავი 2-ზე
3 ივნისი, 2013

საზაფხულო სკოლა და ATC სტუმრად იმედის დილაში
11 ივნისი, 2013

ATC სპეციალური შემოთავაზებები
ATC წლის მანძილზე მრავალ სიახლეს შემოგთავაზებთ. ამჟამად დაგეგმილია შემდგომი პროექტები:
-
ქართული ენის გაკვეთილები ინგლისურ-ენოვანი სტუდენტებისთვის
-
ATC ზამთრის სკოლა 2014
-
GZAAT საზაფხულო სკოლა 2014
-
ATC პედაგოგების გადამზადების პროგრამა
-
საუნივერსიტეტო მრჩეველის ვორკშოპები და შეხვედრები
-
სტაჟირების და მოხალისეობის პროგრამები
-
სპეციალური ფასდაკლებები და სტიპენდიები აკადემიური მოსწრების საფუძველზე
ხშირად ეწვიეთ ჩვენს გვერდს სიახლეების შესატყობად.
GZAAT and ATC
საზაფხულო სკოლა 2013

ვიდეო დროებით არაა ხელმისაწვდომი