
"აკადემიური მომზადების ცენტრში ინგლისურის სწავლა მეხალისებოდა - ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში. ინგლისური ენის წიგნების მრავალფეროვანი არჩევანი მქონდა. არჩევა ცნობილი ავტორების ნოველებიდან შემეძლო, ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე მქონდა თავისუფალი არჩევანის საშუალება. ჩემი მასწავლებელი ამასთან ერთად დიდ ყურადღებას უთმობა ჩემს სისუსტეებს - ჩემს შემთხვევაში, ეს იყო წერა და ჩემი მასწავლებელი ძალიან დამეხმარა ამ პრობლემის გადაჭრაში. ის ადგენდა დავალებებს, რომელიც ისევ ჩემს ინტერესებზე იყო მორგებული და ამ უნარის განვითარებაშიც მეხმარებოდა. საბოლოოდ, მე დავწერე მოკლე სცენარი ჩემი საკითხავი წიგნის გმირების შესახებ და საყვარელი ვიდეო თამაშის სიუჟეტზე დაყრდნობით. მსგავსი დავალებები ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, რადგან მივეჩვიე დამოუკიდებლად მუშაობას. ეი თი სის პროგრამამ შეძლო ჩემი ინგლისური ენის დონის და ცოდნის გაუმჯობესება. გარდა ამისა მივეჩვიე ლექსიკონთან მუშაობას, ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტიდან, ასევე სხვა წყაროებიდან და შემდგომ მის ეფექტურად დამუშავებას. მიმაჩნია, რომ ეს სპეციფიკა ზუსტად მოერგო ჩემს სუსტ მხარეებს, გარდა ამისა მიღებული უნარ-ჩვევები სხვა საგნების სწავლის დროსაც გამომადგა.
- გიორგი ძოწენიძე
ზოდაგი ინგლისური ენა

"ეი თი სიში მომზადება დავიწყე IELTS-ში, რადგან მსურდა ლონდონში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება. ამჟამად სწავლას ვაგრძელებ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ლონდონში - UCL (University College London), კულტურული მემკვიდრეობის სპეციალობით. აკადემიური მომზადების ცენტრის პროგრამა იყო ჩემი წარმატების წინაპირობა. მე ამ ტესტისთვის ადრე ჩემი ძალებითაც ვემზადებოდი, მაგრამ სასურველი ქულა ვერ მივიღე. ეი თი სის პროგრამა კონცეტრირებული იყო ჩემი შეცდომების გამოსწორებაზე. მე მჭირდებოდა მაღალი ქულები, განსაკუთრებით წერისა და საუბრის ნაწილში. ჩემი IELTS-ის მასწავლებელმა აღმომიფხვრა ყველა არსებული პრობლემა და მასწავლა თუ როგორ უნდა შემესწორებინა დაშვებული შეცდომები დამოუკიდებლად. მივაგენი პასუხებს, რომელიც მეხმარებოდა გამეგო თუ რა იყო ჩემი დაშვებული შეცდომის მიზეზები.
- სალომე ჯამბურია
University College London, UK, IELTS