top of page

ჩვენი პედაგოგები

მინდია კაჭარავა

მინდიას 2009 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი Miami University Farmer School of Business-გან   ფინანსებსა და ეკონომეტრიკაში. 2012 წელს მან სწავლა განაგრძო Grenoble Graduate School of Business-ში და ამჟამად მუშაობს ბიზნესის ადმინისტრირებაში მაგისტრის ხარისხზე (MBA).  ამერიკაში ყოფნისას მინდიას გადაეცა აკადემიური ჯილდო ინგლისური ენისა და ამერიკული კულტურის განხრით. მას ასევე მიღებული აქვს პედაგოგიური კვალიფიკაცია ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში Inlingua School of Languages-გან.
მინდია წაიყვანს სტანდარტული ტესტების მათემატიკური კომპონენტის გაკვეთილებს.



თამარ გზირიშვილი

თამარს 2012 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებასა და ფილოსოფიაში Clark University, აშშ (Bachelor of Arts in Political Science and Philosophy). 2011 წელს თამუნამ ვაშინგტონში, ამერიკის უნივერისტეტში წარმატებით გაიარა ვაშინგტონის სასემესტრო პროგრამა, თემატიკით რეზოლუციები მშვიდობასა და კონფლიქტიში. უნივერსიტეტში ყოფნის დროს, თამუნა გახლდათ  გაერთიენებული ერების ახალგაზრდული ორგანიზაციის ღონისძიებების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და დელეგატი. კლარკის უნივერსიტეტში ყოფნის დროს თამუნამ ჩაატარა მრავალი კვლევა ისეთ თემებზე როგორიცაა კვიპროსის, თურქეთის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის არსებული კონფლიქტები. ვაშინგტონში ყოფნისას თამუნა იყო ფონდ კეტერინგის მკვლევარების ასისიტენტი, საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში.

თამარი წაიყვანს TOEFL, IELTS, SAT, GRE, GMAT ტესტების ვერბალური კომპონენტის და აკადემიური უნარების განვითარების გაკვეთილებს.



რეიჩელ ჰარდგრეივი

2012 წლის მაისში, რეიჩელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი Baylor University-გან (ტეხასი, აშშ) ძირითადი პროფესიით საერთაშორისო კვლევებში, მეორადი პროფესიით ხელოვნებაში. მას ასევე მიღებული აქვს პედაგოგის კვალიფიკაცია და TESOL (Teachers of English to Speakers of Other Languages) ხარისხი. რეიჩელი არის გამოცდილი ინგლისური ენის პედაგოგი. იგი წლის განმავლობაში ასწავლის ინგლისურ ენასა და ლიტერატურას XXI საუკუნის სკოლაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2010 წელს რეიჩელი ასწავლიდა ინგლისურ ენას ქალაქ დელის (ინდოეთი) ადგილობრივ სკოლებში საქველმოქმედო მისიის ფარგლებში. რეიჩელი ასევე მუშაობდა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში თბილისში, როგორც ახალი ამბების ინგლისურენოვანი რედაქტორი.

რეიჩელი წაიყვანს TOEFL, IELTS, SAT, GRE, GMAT ტესტების ვერბალური კომპონენტის და აკადემიური უნარების განვითარების გაკვეთილებს. რეიჩელი არის ასევე ATC საუნივერსიტეტო მრჩეველის ასისტენტი.

 


ქეითი ჯეიქობი

Cambridge University CELTA სერთიფიკატი. Mount Temple პროფესიული სერთიფიკატი, გამოცდილი თარჯიმანი და ლინგვისტი. 2 წლის განმავლობაში ქეითი მუშაობდა Krupp Corpoplast -ში (ჰამბურგი, გერმანია) პროფესიონალურ მთარგმელ-კოორდინატორის პოზიციაზე  ჰამბურგში, გერმანიაში. ქეითი იყო ენობრივი და ადმინისტრაციული მხარდაჭერის პასუხისმგებელი. იგი აგრეთვე კოორდინაციას უწევდა მმართველი გუნდის კორესპონდენციას (გერმანული / ინგლისური / ფრანგული), ტექნიკური ჯგუფის  სრულყოფილი საერთაშორისო მგზავრობის ღონისძიებების მხარდაჭერას და ამავე დროს უზრუნველყოფდა დეპარტამენტის დირექტორის სამდივნო მომსახურებას. 

ქეითი წაიყვანს TOEFL, IELTS, SAT, GRE, GMAT ტესტების ვერბალური კომპონენტის და აკადემიური უნარების განვითარების გაკვეთილებს.

 


გიორგი ხუხუნაშვილი

ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებული, GIPA-ს სტუდენტი (ეკონომიკა), საზაფხულო სკოლის და ორგანიზაცია A+-ის მასწავლებელი.

ღია საზოგადოების ინსტიტუტის საერთაშორისო განათლების ცენტრის  ღონისძიების "საერთაშორისო კოლეჯის დღის" მონაწილე. 

გიორგი წაიყვანს TOEFL, IELTS, SAT, GRE, GMAT ტესტების ვერბალური და მათემატიკური კომპონენტების და აკადემიური უნარების განვითარების გაკვეთილებს სხვა პედაგოგებთან ერთად.

 

 

დიმიტრი გაგოშიძე 

CSB კურსდამთავრებული (ფინანსები, მენეჯმენტი), სერტიფიცირებული ბუღალტერი, წიგნის „ეკონომიკის პრინციპები“  მთარგმნელი. ილია ვეკუას სახელობის  მათემატიკის და ფიზიკის ტექნიკური სასწავლებელის კურსდამთავრაბული და მათემატიკასა და ფიზიკის ოლიმპიადების მონაწილე და გამარჯვებული. ენის საერთაშორისო აკადემიის (International Language Academy )ინგლისური ტესტის სერთიფიკატი (Preliminary English Test)  და პირველი სერტიფიკატი ინგლისურ ენაზე (First Certificate in English).

დიმიტრი წაიყვანს TOEFL, IELTS, SAT, GRE, GMAT ტესტების ვერბალური და მათემატიკური კომპონენტების და აკადემიური უნარების განვითარების გაკვეთილებს სხვა პედაგოგებთან ერთად.

 

 

საუნივერსიტეტო მრჩეველი

თამარ ქარჩავა

თამარს აქვს ამ სფეროში მუშაობის 9 წლის მანძილზე დაგროვილი გამოცდილება. უამრავმა მისმა მოსწავლემ წარმატებით ჩააბარა ამერიკის და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში თამუნა იყო ორგანიზაციის Education USA მრჩეველი - ეს არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელი, რომელიც მთელს მსოფლიოში ფუნქციონირებს. Education USA საქართველოში მუშაობდა ადგილობრივი ორგანიზაციის Center for International Education (CIE) ბაზაზე და შოთა ადამია სწორად CIE-ის დახმარებით მოხვდა თამუნას სტუდენტებს შორის. 

 

უშუალოდ ATC საუნივერსიტეტო მრჩეველის როლში, თამუნამ კონსულტაცია გაუწია თინათინ ჭონიშვილს. თინათინს 2013 წლის მაისი - ივნისის განმავლობაში IELTS ტესტისთვის ასევე ამზადება ჩვენი პედაგოგი რეიჩელ ჰარდგრეივი. შედეგად, თინათინი მოხვდა ერთ-ერთ წამყვანს კოლეჯში ბრიტანეთში – Cambridge School of Visual and Performing Arts (foundation კურსზე).

 

თამუნა ქარჩავა ამჟამად ასევე არის Education USA-ის გერმანიის ფილიალის თანამშრომელი.


 

 

 

bottom of page