ჩვენი ისტორია
ATC ოფიციალურად 2013 წლის აპრილში დაარსდა, თუმცა ორგანიზაციის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული მისი დამფუძნებელი ჯგუფის და თანამშრომლების გამოცდილებასთან განათლების სფეროში. ჩვენი ორგანიზაციის დირექტორი, ქეთი ხუხუნაშვილი არის გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის საზაფხულო სკოლის დამაარსებელი და დირექტორი. საზაფხულო სკოლის მეექვსე სესია ჩატარდა ATC-სთან თანამშრომლობით. სწორედ საზაფხულო სკოლის ექვს-წლიანი გამოცდილების შედეგია ATC-ის კიდევ ერთი ექსკლუზიური პროგრამა - აკადემიური უნარების განვითარება (Academic Skills Development).
აკადემიური უნარების განვითარება უმნიშვნელოვანესია ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებისა და პრაქტიკაში წარმატებით გამოყენებისათვის. ამ პროგრამაში მონაწილეობა დაეხმარება მოსწავლეებს ქართული თუ უცხოური საგანმანათლებლო ინსტიტუტების მისაღები გამოცდებისთვის მომზადებაში და რაც მთავარია, შემდგომ წარმატებით სწავლაში. ამ ეტაპზე, ATC უკვე თანამშრომლობს ამერიკულ აკადემიასთან და სკოლა XXI საუკუნესთან, სადაც ჩვენი ორგანიზაცია სარგებლობს ექსკლუზიური პროვაიდერის სტატუსით.
აკადემიური მომზადების ცენტრი (ATC) არის კავკასიის რეგიონში პირველი ორგანიზაცია, რომელიც მოსწავლეებს სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო კომპანიის Kaplan Test Prep-ის მიერ სერტიფიცირებულ კურსებს სტანდარტული ტესტებისთვის (TOEFL, SAT, ACT, GRE, GMAT) მოსამზადებლად.
Kaplan Test Prep-ი საქართველოს ბაზარზე არსებული ერთად ერთი ოფიციალური მოსამზადებელი პროგრამაა. ჩვენ მოსწავლეებს ვთავაზობთ 75 წლის მანძილზე დაგროვილ გამოცდილებაზე აგებულ მეთოდოლოგიას. Kaplan-ის მოსამზადებელი პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ყველა მსხვილი მარეგულირებელი ორგანიზაციის მიერ - მათ შორის ბრიტანული საბჭოები და ა.შ.შ.-ს განათლების სახელმწიფო.
Kaplan Test Prep - ის უპირატესობები
-
მოსწავლის სასურველი ქულის მიღწევაზე მორგებული პროგრამა არსებული ცოდნის გათვალისწინებით;
-
სასწავლო მასალების სრულ პაკეტი: ძირითადი სახელმძღვანელო, სავარჯიშო ტესტები, მინი-კონსპექტები და ექსკლუზიური ონლაინ მოსამზადებელი პლატფორმის საკუთარი ანგარიში;
-
ონლაინ პლატფორმა გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას კურსის დამთავრების შემდეგაც გაიმეოროთ განვლილი მასალა გაკვეთილების ვიდეო არქივის, დამატებითი სავარჯიშო ტესტების და სხვა მასალების დახმარებით.
