top of page

 

 

 

ATC პროგრამები შემუშავებულია თქვენი პროფესიული და აკადემიური მოთხოვნების გათვალისწინებით.



Kaplan Test Prep

ATC არის კავკასიის რეგიონში პირველი ორგანიზაცია, რომელიც მოსწავლეებს სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო კომპანიის Kaplan Test Prep-ის მიერ სერთიფიცირებულ პროგრამას სტანდარტული ტესტებისთვის მოსამზადებლად.



ჩვენი სასწავლო პროგრამები მორგებულია მოსწავლის სასურველ ქულაზე და არსებულ ცოდნაზე. ამასთან, ჩვენი მოსწავლეებისთვის შექმნილია მასალის გამეორებისათვის და ქულის კვლავ გაუმჯობესებისათვის საჭირო ონლაინ მოსამზადებელი ცენტრი, რომელიც ხელმისაწვდომია კურსის დასრულების შემდეგაც.



აკადემიური უნარები

ATC აკადემიური უნარების განვითარების უნიკალური პროგრამა (writing, reading, speaking) შეიმუშავეს წამყვანმა ამერიკელმა, ბრიტანელმა და ქართველმა პედაგოგებმა.



საუნივერსიტეტო მრჩეველი

ATC საუნივერსიტეტო მრჩეველებს აქვთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში წარმატებული განაცხადებების მომზადების მრავალწლიანი გამოცდილება.

ATC კურსები

Kaplan არის მსოფლიოში პირველი კომპანია, რომელმაც 1938 წელს დაიწყო მოსწავლეების სტანდარტული ტესტებისთვის მომზადება. Kaplan-ის უნიკალური პროგრამა დაფუძნებულია 75 წლის მანძილზე დაგროვილ გამოცდილებაზე. მათი მოსამზადებელი კურსები და მასალები აკრედიტებულია მსოფლიოს ყველა მსხვილი მარეგულირებელი ორგანიზაციის მიერ - მათ შორის ბრიტანული საბჭოები და ა.შ.შ.-ს განათლების სახელმწიფო დეპარტამენტი.

რას მოიცავს ATC კურსები

სტანდარტული ტესტებისთვის მოსამზადებელი კურსები მოიცავს ტესტის ყველა კომპონენტისთვის საჭირო სრულ პროგრამას და სასწავლო მასალებს, ფასები კი მოცემულია ჯამურად. მოსწავლეები მიიღებენ ძირითად სახელმძღვანელოს საკლასო და საშინაო დავალებებით,  სავარჯიშო ტესტების წიგნს,  მასალის გასამეორებლად საჭირო მინი კონსპექტებს და ონლაინ მოსამზადებელი ცენტრის საკუთარ ანგარიშს.

 

ონლაინ მოსამზადებელი ცენტრი მოსწავლეს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას კურსის დამთავრების შემდეგაც შეძლოს განვლილი პროგრამის გამეორება და ქულის გაუმჯობესება შემდეგი მასალების დახმარებით:

 

  •  გაკვეთილების ვიდეო არქივი

  • დამატებითი ტესტები და სავარჯიშო კითხვები

  •  მოსწავლის შედეგებზე და სასურველ ქულაზე მორგებული სასწავლო გეგმა

  •  საკლასო და საშინაო დავალებები

  •  ახალი სიტყვების შემახსენებელი ბარათები

  •  სამუშაო კითხვები შესაბამისი ინსტრუქტაჟით

  •  პროგრესისა და სამუშაოს შესაფასებელ/შემაჯამებელი ანგარიში



ონლაინ მოსამზადებელი ცენტრი და კაპლანის მიერ შემუშავებული პროგრამები ხელმისაწვდომია მხოლოდ ATC კურსების მოსწავლეებისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის კაპლანის პროგრამებისა და სასწავლო მასალის შესახებ, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს www.kaptestglobal.com

bottom of page