
აკადემიური უნარები
აკადემიური უნარები არის სასწავლო
ჩვევების, სტრატეგიებისა და დროის
მართვის მეთოდების კრებული,
რომელიც ეხმარება სტუდენტებს
აითვისონ სასკოლო პროგრამა უფრო
ეფექტურად და სწრაფად.
სტუდენტების უმრავლესობისთვის
სწავლა არ შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის ადვილი ხელმისაწვდომობით. პედაგოგები ხშირად იყენებ აკადემიურ უნარებს გაკვეთილების მსვლელობისას იმისთვის, რომ სტუდენტები უკეთესად დაეუფლონ გარკვეულ კონცეფციებს. აკადემიური უნარების ათვისება არ შემოიფარგლება მხოლოდ გამოცდებისთვის მომზადებით და ტესტების ჩაბარებით. უნარები ხელს უწყობს სტუდენტებს მომავალშიც. აკადემიური უნარების განვითარება აუცილებელია უნივერსიტეტის დონეზე წარმატებული სწავლისთვის, უმაღლესი განათლების მოთხოვნების ეფექტურად დაბალანსებისთვის, დროის მენეჯმენტისთვის, მასშტაბური დავალებების მომზადებისთვის და ა.შ. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა შემდგომში გამოსადეგია სხვადასხვა კარიერულ ბილიკებზეც.
აკადემიური უნარები თქვენს პროფესიაში
განათლება მთელს მსოფლიოში ფოკუსირდება ხუთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე: ენები (რაც მოიცავს წერას და კითხვას), მათემატიკა, ზუსტი მეცნიერებები, ლიბერალური განათლება (liberal arts) და ტექნოლოგიური საგნები. აკადემიური უნარების სტრატეგიები აუცილებელია ამ ყველა ძირითადი მიმართულებისთვის, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს ღრმად შეისწავლონ თითოეული საგანი და უფრო ეფექტურად გამოიყენონ სწავლაზე დახარჯული დრო.
ATC აკადემიური უნარების განვითარების პროგრამა
სრული კურსის საფასური: 300$
ხანგრძლიობა: 2 თვე
განაცხადის ფორმა (მიყევით ბმულს)
დამატებითი ინფორმაციისთვის
გთხოვთ ჩამოტვირთოთ ჩვენი მოკლე მიმოხილვა



იკითხეთ, ისაუბრეთ და წერეთ უფრო ეფექტურად!