top of page

Kaplan Test Prep and Admissions

კომპანიის მოკლე ისტორია​
1938 წელს სტენლი კაპლანმა დააარსა მსოფლიოს პირველი, სტანდარტული ტესტებისთვის მოსამზადებელი კომპანია. 1984 წელს კაპლანის მფლობელი გახდა საერთაშორისო მედია კომპანია The Washington Post Company. რამოდენიმე წელიწადში, კაპლანი გახდა Washington Post-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შენაძენი, ხოლო კაპლანის პროფილი დაარსების დღიდან საგრძნობლად გაფართოვდა. 2005 წლიდან კაპლანი აერთიანებს ყველა ძირითადად საგანმანათლებლო მიმართულებას. კაპლანი ფლობს ისეთ წამყვან ბრენდებს როგორიცაა Dearborn Publishing, Score Learning (Kaplan Kids), Quest Education (Kaplan University), The Financial Training Company, Dublin Business School და Aspect English Training (London).  კაპლანის მოსამზადებელი პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ყველა მსხვილი მარეგულირებელი ორგანიზაციის მიერ - მათ შორის ბრიტანული საბჭოები და ა.შ.შ.-ს განათლების სახელმწიფო დეპარტამენტი.
 

კაპლანის წარმატების აღსანიშნავად, 2007 წელს Washington Post-მა შეიცვალა დასახელება და კომპანია დღეს ცნობილია როგორც education and media company—განათლებისა და მედიის კომპანია. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ კაპლანის ვებ გვერდს: www.kaplan.com და გაეცანით სხვა პარტნიორი ორგანიზაციების სიას შემდგომ გვერდზე - KCEP locations.



 

კაპლანი, ეი თი სი, თბილისი

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში

სკოლის შესახებ

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა. მოსწავლეთა საერთო რაოდენობა IX-XII კლასებში 220-ს შეადგენს. სკოლის მიზანია XXI საუკუნის საქართველოს აღუზარდოს ახალგაზრდობა, რომელიც შეძლებს წარმატებით გააგრძელოს სწავლა ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აკადემიის მაღალკვალიფიციური და მატერიალურად სათანადოდ უზრუნველყოფილი მასწავლებლები გაკვეთილებს თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ კლასებსა და ლაბორატორიებში ატარებენ, რაც საუკეთესო პირობებს ქმნის მოსწავლეთა მცირერიცხოვანი ჯგუფების ინტერაქტიური სწავლებისთვის. მიუხედავად სახელისა, სკოლა ქართულია და ქართველებისთვის არის შექმნილი. ყველა საგანი, გარდა ქართული და რუსული ენებისა, ინგლისურად ისწავლება. აკადემიაში მიღების მსურველებმა უნდა ჩააბარონ ტესტები ინგლისურში, მათემატიკასა და ესეს წერაში, აგრეთვე, გაიარონ გასაუბრება მიმღებ კომისიასთან. აკადემიაში სწავლის საშუალება უცხოელ მოსწავლეებსაც ეძლევათ.

ამერიკული აკადემია, ეი თი სი

ლამარა მარგველაშვილის სახელობის

სკოლა XXI საუკუნე

სკოლის შესახებ

„ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე“ ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლაა, სადაც 6–დან 18 წლამდე ასაკის 400–მდე მოსწავლე, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის განათლებას ეზიარება და XXI საუკუნის ღირსეულ მოქალაქედ ყალიბდება.
სკოლის ისტორია არსებობის 10 წელს ითვლის და მჭიდროდაა დაკავშირებული  თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის 53–ე საშუალო  სკოლასთან, რომელიც ათწლეულების მანძილზე ჩვენი ქვეყნის წარმატებული სასწავლო დაწესებულების სახელს ინარჩუნებდა.
მოღვაწეობის ათი წლის მანძილზე, მიუხედავად მთელი რიგი სირთულეებისა, სკოლამ შეძლო ერთ–ერთი წამყვანი სასწავლო დაწესებულების ავტორიტეტის შენარჩუნება, რაც უმთავრესად, მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდის დამსახურებაა.
2008-2009 სასწავლო წლიდან, სკოლა XXI საუკუნე თანამედროვე მოთხოვნებზე გათვლილ შენობაში განთავსდა. ქალაქის ცენტრში მდგომი, კონცეპტუალური არქიტექტურის სტილში შესრულებული ოცდამეერთე საუკუნის ნაგებობა უახლესი სასწავლო ინვენტარითა და ტექნიკითაა აღჭურვილი. შენობისა და მისი შემოგარენის  დაცული და კომფორტული გარემო დიდწილად განსაზღვრავს სკოლის მისიის წარმატებით განხორციელებას.

ეი თი სი, XXI-ე სკოლა, პარტნიორები
bottom of page